ვახუშტი მენაბდე - სასამართლოში „კლანური“ მმართველობა არსებობს და საინტერესოა მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებები

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ვახუშტი მენაბდის შეფასებით, სასამართლოში „კლანური“ მმართველობა არსებობს და ძალიან საინტერესოა ამ საკითხზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შეფასებები.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პროცესს აკვირდება და ინდივიდუალურად იფიქრებს განხილვებში მონაწილეობაზე.

„მოწვევას კომიტეტში მუშაობაში ჩართვაზე თავად პარლამენტი აგზავნის, ამჟამად ჩვენ კოალიციაზე გვაქვს მოწვევა მოსული. კოალიცია ამ ეტაპზე არ ჩაერთვება, ანუ წევრმა ორგანიზაციებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინდივიდუალურად ვიფიქრებთ მონაწილეობაზე ასეთი მიწვევის შემთხვევაში. კოალიცია ერთობლივად ამას არ გააკეთებს. ჩვენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პროცესს ვაკვირდებით, მონიტორინგს ვახორციელებთ და მიწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას მივიღებთ.

ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ სასამართლოში არსებობს „კლანური“ მმართველობა და ამდენად, ძალიან საინტერესოა კანდიდატების შეფასებები. ასევე ჩვენ გვჭირდება ფორმულა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას ვაჩვენებთ საკუთარ დამოუკიდებულებას ამ პროცესის მიმართ და ვფიქრობთ, ეს პროცესი იძლევა ამის შესაძლებლობას. ამდენად, მას გამოვიყენებთ“,-განაცხადა მენაბდემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 - კაციანი სია წარუდგინა. წარდგენილი კანდიდატები არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო