ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლო სისტემას ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება, რომ არსებული მძიმე პრობლემები დაიძლიოს

სასამართლო სისტემას ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება იმისთვის, რომ ის ძალიან მძიმე პრობლემები, რომელიც დღეს სასამართლოშია, რამენაირად დაიძლიოს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქმეთა გაჭიანურება, „კლანური“ მმართველობა, დემოკრატიული პრინციპების არარსებობა და ა.შ, ის პრობლემებია, რომელსაც სერიოზული, ფუნდამენტური მიდგომა სჭირდება.

„რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი უმთავრესი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა, მაგრამ როდესაც ამაზე ვმსჯელობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში დღეს შესაძლებელია ადამიანი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნოს მამის დახმარებით და ასეთი რამ იყო სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შვილთან დაკავშირებით. ამიტომ, კომპლექსური მიდგომები მნიშვნელოვანი და საჭიროა. დღეს არის სასამართლო სისტემაში სრული სტაგნაცია, თითქმის ყველა მიმართულებით, თუ არ გამოვრიცხავთ ინდივიდუალურ მოსამართლეებს, რომლებიც თავიანთ საქმეს პროფესიონალურად უდგებიან, საერთო ჯამში, სისტემურად არის სტაგნაცია - საქმეთა გაჭიანურება, „კლანური“ მმართველობა, დემოკრატიული პრინციპების არარსებობა და ა.შ. ეს ის პრობლემებია, რომელიც დღის წესრიგშია და სჭირდება ნაბიჯ-ნაბიჯ, სერიოზული, ფუნდამენტური მიდგომა. როგორ განხორციელდება და რა ნაბიჯები გადაიდგმება პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, უკვე მომავლის საკითხია“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა, სწორი იყოს მოსაზრება, რომ უცხოელი ექსპერტების ჩართულობით შეარჩიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, დღეს სასამართლო მოსამართლეებს სათანადოდ ვერ ემსახურება.

„შესაძლებელია, ესეც გამოსავალი იყოს. ამიტომ ვამბობ, რომ საკითხთან მიმართებით ფუნდამენტური მიდგომაა საჭირო. ყველა იდეა საინტერესოა“, - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 - კაციანი სია წარუდგინა. წარდგენილი კანდიდატები არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა