განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო პარტნიორთა რიცხვს გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო შეემატა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (AQAS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (AQAS) მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოა, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასებას როგორც გერმანიაში, ასევე საზღვარგარეთ.

„გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (AQAS) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრულუფლებიანი წევრია და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელ სააგენტოების ევროპულ რეესტრშია (EQAR) რეგისტრირებული. სააგენტო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო ქსელის (INQAAHE) წევრიც არის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტო აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმის (ECA) ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.

თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია: მხარეებს შორის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, მხარეებს შორის მოხდება მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო, ორგანიზაციული და მხარდამჭერი ღონისძიებების, მათ შორის, პერსონალის მობილობის განხორციელება. უახლოეს მომავალში უკვე დაგეგმილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსისთვის ერთობლივი ტრენინგების ორგანიზება.

ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებთან თანამშრომლობით ცენტრი პასუხობს, როგორც ბოლონიის პროცესის, ასევე, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთახმებით ნაკისრ ვალდებულებებს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიზნით ევროპული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

ცენტრსა და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (AQAS) შორის თანამშრომლობა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ (TWINNING) ფარგლებში დაიწყო,“- ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა