ნათია მეზვრიშვილი - ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება, ცალსახად მიუთითებს „ოცნების“ ხელისუფლების სისუსტეზე

ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება, ცალსახად მიუთითებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სისუსტეზე, რომელმაც ისევე ვერ დაიცვა ცესკო-ს თავმჯდომარე, როგორც ვერ დაიცვა მის მიერ მიღწეული არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით განუცხადა.

მეზვრიშვილმა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საერთო კონსენსუსის მიღწევა.

„იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დარღვევები წინა არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირდა, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური. ამ ფონზე ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომა, რომელიც გაჟღერდა, რომ საკუთარი ნებით გადადგა, მაგრამ ამაში ძალიან დიდი წვლილია ხელისუფლების, ცალსახად მიუთითებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სისუსტეზე, რომელმაც ისევე ვერ დაიცვა ცესკო-ს თავმჯდომარე, როგორც ვერ დაიცვა მის მიერ მიღწეული არჩევნების შედეგები. ჩვენ ვხედავთ, რომ იქაც, სადაც „ქართული ოცნება“ ხშირად მართალია, ამ პოზიციების დაცვას ვერ ახდენს და ასე ეწირებიან კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული თანამდებობები ამ უუნარობას“ , - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო