ელენე ხოშტარიას შეფასებით, გუშინ გამართული აქცია ძალადობრივი იყო, რადგან ქვებს და კვერცხებს ისროდნენ

საზოგადოებრივი მოძრაობა "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას შეფასებით, გუშინ გამართული აქცია ძალადობრივი იყო, რადგან ქვებს და კვერცხებს ისროდნენ. მისი განცხადებით, პოლიციელებს აქციის მონაწილეებისთვის ხელი არ შეუშლიათ.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს ძალადობრივი აქციის აღკვეთას. აქცია „მშვიდობიანი“ შეიძლება იყო, მაგრამ ის იყო ძალადობრივი აქცია, სადაც ისროდნენ ქვებს და არა მხოლოდ კვერცხებს, იყო აგრესიული და პირდაპირ გამიზნული ფიზიკურ ძალადობაზე. ამიტომ, მსგავსი აქციის მიმართ ასეთი ლოიალური დამოკიდებულება, ვგულისხმობ შს სამინისტროს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ იქ პოლიციელები იყვნენ, მაგრამ აქციისთვის ხელი არ შეუშლიათ, ეს არის არასწორი, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცვა. ეს დარტყმის ქვეშ აყენებს როგორც ზოგადად მოქალაქეებს, კანონს, ასევე თავად პოლიციელებს და სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი დაშავდა კიდეც გუშინ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სტანდარტი, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს“,-განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, "თბილისი პრაიდის" კვირეული გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც პირველი ღონისძიება გაიმართა. ამის პარალელურად აქცია გამართეს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმაც. ტერიტორიაზე დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და კვერცხებს. სამართალდამცველებმა აქციაზე 20 პირი დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს