თავდაცვის მინისტრი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯეიმს აპატურაის ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინისტრმა საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ჯეიმს აპატურაის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა, ნატოსთან დაახლოებისა და თავსებადობის გაზრდაში, მისი უდიდესი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების წარმატებით განხორციელება, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში ნატოს აქტიური ჩართულობა, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და ალიანსის სახელით ჩვენს ქვეყანას ნატოს ეგიდით მიმდინარე მისიის ფარგლებში, გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის პოსტს 2010 წლის დეკემბრიდან იკავებდა. უახლოეს მომავალში ის აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას დაასრულებს და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს