ბადრი ჯაფარიძე - "ქართული ოცნება" ცესკოს თავმჯდომარეს მარტო ვერ დაამტკიცებს - კონსენსუსი და შეთანხმების მიღწევა არის გარდაუვალი

"ქართული ოცნება" ცესკოს თავმჯდომარეს მარტო ვერ დაამტკიცებს - კონსენსუსი და შეთანხმების მიღწევა არის გარდაუვალი, - ამის შესახებ ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ფართო სამოქალაქო ჩართულობა განაპირობებს იმას, რომ შეირჩევიან ღირსეული კანდიდატები და კონსენსუსის მიღწევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იქნება უფრო მარტივი.

"დაზღვევის მექანიზმი არის შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც განსაზღვრულია, რომ თავმჯდომარის დასამტკიცებლად დეპუტატების 2/3- ის მხარდაჭერაა აუცილებელი, რაც გულისხმობს ოპოზიციის მონაწილეობას. მარტო "ქართული ოცნება" ვერ დაამტკიცებს, ამიტომ კონსენსუსი და შეთანხმების მიღწევა არის გარდაუვალი. მთავარია, ახლა ჩვენ დავაბრუნოთ ნდობა კანდიდატების შერჩევის პროცესისადმი, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ კარგი კანდიდატები, რათა მათ პროცესში მონაწილეობა მიიღონ, ადრე პროცესი იყო დისკრედიტებული. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ნდობა და რაც მთავარია, სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა იქნება გარანტია იმის, რომ პარლამენტში შემოვა ღირსეული კანდიდატი, რომლის ირგვლივ ადვილი იქნება კონსენსუსის მიღწევა,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა