თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარადგინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარადგინა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე გასაუბრება 63-მა სპეციალისტმა გაიარა, რომელთაგან 34-ს კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაცია მიეცა.

„ჩვენ გამოგვეხმაურა ოსტატობის 253 კანდიდატი, რაც წარმოუდგენლად დიდი რიცხვია. ჩვენ თავიდან ვამბობდით, რომ თუ 20-25 ადამიანი გამოგვეხმაურებოდა, ეს დიდი წარმატება იქნებოდა. ამის ნაცვლად, ოსტატობის 250-ზე მეტი კანდიდატი გამოგვეხმაურა. გასაუბრება ჩატარდა 63 კანდიდატთან, აქედან ნახევარზე მეტი ჩაირიცხა ოსტატთა რეესტრში, როგორც მაღალკვალიფიციური პერსონალი. დღეს 34 ოსტატია ჩარიცხული ჩვენი ოსტატების რეესტრში. გასაუბრებები გრძელდება. არ არის გამორიცხული, შემოდგომაზე ისევ გამოვაცხადოთ მოწოდება და კონკურსი, რეესტრის შესავსებად“, - აღნიშნავს წულუკიანი.

რეესტრში აღრიცხული ოსტატები დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - სერტიფიკატს. ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველთა განაცხადების მიღება 2021 წლის 6 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. რეესტრში წარმატებული ოსტატების ჩარიცხვა გრძელდება. ასევე, გრძელდება კანდიდატებთან გასაუბრება და სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია თითოეულ მათგანს გაესაუბრება.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა