რომან გოცირიძე - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ვიცნობთ, არ გვინდა ექსპერიმენტები - ნინო ლომჯარია კარგი იქნება ამ პოსტზე

კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ვიცნობთ და არ იქნება სიურპრიზის მომტანი. არ გვინდა ექსპერიმენტები, ნაცნობი და პროგნოზირებადი ადამიანი გვინდა თავისი მინუსებით და პლიუსებით - პერსონალურად ნინო ლომჯარია კარგი იქნება ამ პოსტზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევისთვის პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია გაყალბებისთვის მზადებას ნიშნავს.

„თუ ხელისუფლებას სურს, რომ არჩევნები არ გააყალბოს და ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირი, უნდა მოიქცეს ისე, როგორც მოიქცა სახალხო დამცველის არჩევისას, როდესაც ნომინირება მოახდინა არასამთავრობო სექტორმა, ამ მეთოდმა გაამართლა და დღეს ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სახალხო დამცველი. ის, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს არის მზადება გაყალბებისთვის, რადგან ისეა დალაგებული კომისია და მისი პერსონალური შემადგენლობა, რომ ისეთი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი, ოღონდ შეფუთული საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამონაწილეობით, რომ ამით შექმნიან იმიტაციას, რომ მართლაც კონსენსუსითაა წარმოდგენილი მომავალი თავმჯდომარე. ამ კომისიით ეს არ ჩანს. თუ რამდენჯერმე ჩაგდების შემდეგ, მესამე მცდელობისას დაბალი კვორუმით იქნება ცესკო-ს 6-თვიანი დროებითი თავმჯდომარე არჩეული, ეს პირდაპირი სიგნალი იქნება იქითკენ, რომ ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება უნდა“, - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა