„ვითიბის“ განცხადებით, აქტიურად აგრძელებენ ქართული ბიზნესის მხარდაჭერას

„ვითიბი“ აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და მათი წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის ახალ შესაძლებლობებსა და პირობებს ქმნის, რათა მომავალში, ქართული ბიზნესი კიდევ უფრო გაძლიერდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ინფორმაციას „ვითიბი ბანკი” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მომხმარებლების სურვილების და მოთხოვნების სრულად გათვალისწინებით, ბანკმა გადაწყვიტა, მოკლე ვიდეო ისტორიების მეშვეობით, საზოგადოებას მოუყვეს, თუ როგორ იქმნებოდა წარმატებული ქართული ბიზნეს დარგები, რათა უფრო ახლოს გაეცნონ და უგულშემატკივრონ მათ საქმიანობებს.

„ბანკმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაიწყო ახალი პროგრამა, რის ფარგლებშიც ხდება კლიენტებისთვის ბიზნეს კურსების დაფინასება. კერძოდ, ბიზნეს ადმინისტრირების და დაგეგმარების შესწავლა. კურსის ხანგრძლივობა 3 წელია და იგი, პროგრამის ფარგლებში, სრულად დაფინანსდება. „ვითიბი“ ერთადერთი საერთაშორისო ბანკია საქართველოში, რომელიც იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული ცოდნა და რესურსი გაუზიაროს თავისი ბიზნესის მომხმარებელს და მაქსიმალურად შეუქმნას სასიამოვნო საბანკო გამოცდილება“, -აღნიშნულია „ვითიბი ბანკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო