თსუ-ში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა“, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით თსუ-ში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრია.

მათივე ინფორმაციით, წლევანდელი კონფერენცია თურქეთში მცხოვრები ქართველი ეროვნული მოღვაწის ახმეთ მელაშვილის ხსოვნას (19922-1980 წწ.) მიეძღვნა. მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები საქართველოსა და თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან.

„ახმეთ მელაშვილი ძალიან საინტერესო პიროვნება, ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენებურებში ქართული თვითშეგნება, ქართული ენის ცოდნა და სიყვარული გაეღრმავებინა. კონფერენცია იქნება მუდმივმოქმედი, და იმუშავებს ზოგადად იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ისტორიულ ემიგრაციას, საქართველოს ისტორიულ ნაწილებს“, - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ.

თსუ-ს ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა ახმეთ მელაშვილის ღვაწლს, თურქეთის ქართველთა ყოფისა და კულტურის საკითხებს, თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ისტორიულ ძეგლთა კვლევას, ქართულ-თურქულ კულტურულ ურთიერთობებს, ქართული ენის სწავლების პრობლემებს დიასპორებში და თურქეთის უმაღლეს სასაწავლებლებში, აგრეთვე, ფერეიდნელ და ჰერ ქართველთა ისტორიისა და კულტურის საკითხებს.

„ახმეთ მელაშვილმა შეინარჩუნა ქართული ღირებულებები და დღეს, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ძლიერი ხალხური დიპლომატია, არის სწორედ ახმეთ მელაშვილის დამსახურება. დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში ბევრმა არ იცის ახმეთ მელაშვილზე ამ პატრიოტ ადამიანზე. დარწმუნებული ვარ, რომ თსუ-ში არსებული დიასპორის ცენტრი დიდ სამუშაოს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცოდნის განვითარების კუთხით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დიასპორის საკითხებში, პიერ ალექსანდრე კრედომ.

„დიასპორათა კვლევის ცენტრის დაარსება ჩვენი უდიდესი ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის იდეა იყო და მოხარული ვარ, იგი განხორცილედა. ახმეთ მელაშვილმა თურქეთში ქართული იდენტობის შენარჩუნების საფუძველი შექმნა“, - აღნიშნა სტამბოლში ქართული ხელოვნების სახლის დამფუძნებელმა, გიორგი ირემაძემ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან და დიასპორებთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრი დაფუძნდა, რომელიც ქართულ დიასპორებს შეისწავლის.

„ეს იქნება ალბათ საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დიასპორების შესახებ ვიცოდეთ არა მხოლოდ ისტორიულ პერსპექტივაში, არამედ ცოცხალი ურთიერთობა გვქონდეს მათთან“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, კონფერენციის ორგანიზატორები თსუ, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლია.

ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრის შესწავლის არეალია საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებს მიღმა მცხოვრები მკვიდრი/ავტოქტონი ქართველები (ჰერეთი – აზერბაიჯანის რესპუბლიკა; არტაანი, შავშეთი, იმერხევი, არტანუჯი, ამიერ ტაო, სპერი, კლარჯეთი, ნიგალი, აღმოსავლეთ ლაზეთი – თურქეთის რესპუბლიკა), ისტორიული დიასპორები (ფერეიდანი და მაზანდარანი – ირანის ისლამური რესპუბლიკა; შავიზღვისპირეთისა და მარმარილოს ზღვის რეგიონები – თურქეთის რესპუბლიკა) და პირველი რესპუბლიკის შემდგომი ხანის ემიგრაციის ლოკალური წერტილები ევროპასა და აშშ-ში; აგრეთვე, თანამედროვე შრომით მიგრანტთა ყოფა.

„თსუ-ში დაფუძნდა ქართულ დიასპორათა კვლევის სამეცნიერო ცენტრი. უნივერსიტეტი გაუწევს ამ თემატიკას კოორდინაციას, შეიქმნება კვლევის შემდგომი სტრატეგია, მოვიზიდავთ ყველა მეცნიერს, ვინც იკვლევს ქართულ დიასპორათა ყოფას, კულტურას, არსებულ ისტორიულ ძეგლებს, გამოცდილებას. ამ სფეროში შემოვა თანამედროვე შრომით მიგრანტთა ყოფა, პრობლემები, მათი სამშობლოსთან შემდგომი დაბრუნების პერსპექტივები. სწორედ, ამ საკითხების სამეცნიერო კვლევა იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმართული“, - აღნიშნა ქართულ დიასპორათა კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა, როზეტა გუჯეჯიანმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს