ეკატერინე ტიკარაძე - მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზნობრივია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ჰოსპიტალიზაცია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების მხოლოდ 30%-ია ჰოსპიტალიზირებული და ეს პროცესი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება. ამის შესახებ ტიკარძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ჯანაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ექიმები ვალდებულნი არიან ეს ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები გაითვალისწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის თქმით, ანაზღაურების კომპონენტში გათვალისწინებული იქნება, თუ რამდენად მიზნობრივი იყო პაციერტების ჰოსპიტალიზაცია და ანაზღაურების კომპონენტში დამატებითი რეაგირება მოხდება.

„ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზნობრივია ჰოსპიტალიზაცია. აღსანიშნავია ის, რომ დღესდღეობით ეს არის კონტროლის ქვეშ და არ ხდება 30%-ზე მეტი მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია. რაც რეალურად ნორმის ფარგლებში მაინც ჯდება. არის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, რომელიც პანდემიის დაწყებისთანავე არის შემუშავებული. ამ კრიტერიუმებმა რამდენიმე ეტაპზე განიცადეს სახეცვლილება, რათა ის ყოფილიყო მეტად მიზნობრივი. ჩვენი ექიმები ვალდებულნი არიან ეს კრიტერიუმები გაითვალისწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაზღაურების კომპონენტში გათავლისწინებული იქნება, თუ რამდენად მიზნობრივი იყო მათი ჰოსპიტალიზაცია და ანაზღაურების კომპონენტში მოხდება დამატებითი რეაგირება. ასევე, კლინიკური ჯგუფი, რომელიც კლინიკებშში მონიტორინგით არის დაკავებული აგრძელებს მონიტორინგს და შესაბამისად, ეს ინფორმაცია არის მუდმივად განახლებადი. ჩვენ გვაქვს კლინიკების კლინიკურ ხელმძღვანელეთან მუდმივი კოორდინაცია, რათა ეფექტური მართვა მოხდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა