ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინების მილიონი დოზა ქვეყანას საშუალებას მისცემს, „პანდემიას ვაქცინაციით ეფექტურად ებრძოლოს“

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას ვაქცინების მილიონი დოზის არსებობა საშუალებას მისცემს, პანდემიას ვაქცინაციით ეფექტურად ებრძოლოს. როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, ვაქცინებით ნაკადების უწყვეტი მომარაგება იქნება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ტურისტულ ადგილებში.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, შემდეგი ეტაპი, რომელიც დღესდღეობით იწყება კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, რომლითაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, მოვახდინოთ გარდატეხა და დავამარცხოთ მსოფლიოსთან ერთად პანდემიის ეს ვერაგი და ცუდი ზეგავლენა.

მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ძალიან აქტიური და კეთილსაიმედოა ჩვენი კოლეგების ჩართულობა კერძო სექტორის მხრიდან, ისინი სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან, როგორც პრემიერმა მოგახსენათ, 350-მდე ბრიგადა არის დღესდღეობით უკვე მობილიზებული მთელი საქართველოს მასშტაბით, ვითვალისწინებთ იმას, რომ დედაქალაქში საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო, მაგრამ ზაფხულის პერიოდში ტურისტული მიგრაციიდან გამომდინარე, ეს აქტივობა შეიძლება გადანაცვლებული იყოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში, მობილიზებული გვქონდეს იქაც ბრიგადების შესაბამისი რაოდენობა, რათა მოხდეს ნაკადების უწყვეტი ვაქცინებით მომარაგება. სწორედ ამ სტრატეგიას მივყვებით. ასევე საკმაოდ მაღალი მობილიზაცია იქნება აჭარის, გურიის რეგიონში და სხვა ადგილებში, სადაც შიდა ტურიზმის მაღალ მატებას ველოდებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ვაქცინაციის რეგისტრაციის პროცესში შეფერხება არ შეექმნათ.

მისი განმარტებით, მოქალაქებს ასევე საშუალება ექნებათ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი მიიღონ.

ცნობისთვის, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია და 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა