ანა ნაცვლიშვილი - ქირურგიული ჩარევის და მოსამართლეთა უდიდესი ნაწილის სახლში გაშვების გარეშე, არანაირი ნომინალური რეფორმა არ იქნება დამაკმაყოფილებელი

საბოლოოდ, საქართველოს მაგალითზე მივაღწევთ იმას, რომ ქირურგიული ჩარევის და მოსამართლეთა უდიდესი ნაწილის სახლში გაშვების გარეშე, არანაირი ნომინალური რეფორმა არ იქნება დამაკმაყოფილებელი. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ჩვენ ამას გავაკეთებთ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ის, რომ ხელისუფლება მოსამართლეების შერჩევას არ აჩერებს, წარმოადგენს შარლ მიშელის შეთანხმების ცალსახა დარღვევას, ასევე, იმის ღია დეკლარირებას ხელისუფლების მხრიდან, რომ ის იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით.

"ბოიკოტს უცხადებენ პროცესს, რომელმაც ინკლუზიური სასამართლო სისტემა უნდა მოიტანოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევა გადაავადეს, სასამართლო სისტემის რეფორმა გადაავადეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა დააჩქარეს. ჩვენ „ლელოს“ ინიციატივას ბოლომდე მივიყვანთ, რომ კონკრეტული მოსამართლეების და პოლიტიკოსების მიმართ იყოს გამოყენებული სანქციები. ამ თავხედური ნაბიჯის გადადგმის გამო „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის. რაც უფრო მეტ არაადეკვატურობას დაამტკიცებს სასამართლო კორპუსი, უფრო მეტ მტკიცებულებას ქმნიან, რომ კომპტენეციის ნაწილში აქვთ სერიოზული პრობლემები. საბოლოოდ, საქართველოს მაგალითზე მივაღწევთ იმას, რომ ქირურგიული ჩარევის გარეშე და მოსამართლეთა უდიდესი ნაწილის სახლში გაშვების გარეშე, არანაირი ნომინალური რეფორმები არ იქნება დამაკმაყოფილებელი. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება ჩვენ ამას გავაკეთებთ, სასამართლოს გარეშე არცერთ ქვეყანას და საზოგადოებას არ აქვს მომავალი და ამ მომავალს ვერ წავართმევთ საკუთარ ქვეყანას“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მან ასევე უპასუხა წამყვანის შეკითხვას, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით. ნაცვლიშვილის განცხადებით, რიგი საკითხები, რომელიც მიშელის დოკუმენტში კარგად დარეგულირდა კანონში ბოლომდე სწორად არ გაიწერა, რაც პრობლემებს აჩენს.

მისივე თქმით, თავმჯდომარის შერჩევა ერთობლივი თანხმობით უნდა მოხდეს და ამ საკითხის ირგვლივ მეორე და მესამე ციკლის გამართვის შემთხვევაში ახალ თავმჯდომარეს დაბალი პოლიტიკური ლეგიტიმაცია ექნება.

"ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის მექანიზმი, რომელსაც დღეს კანონი ითვალისწინებს, უკეთესია ვიდრე ოდესმე, ამ ნაწილში სწორედ ჩვენი რეკომენდაციების დიდი ნაწილი იქნა გათვალისწინებული. მაგრამ, პრინციპული საკითხი რის გამოც ჩვენ ამ კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ, იყო, რომ შერჩევის პროცესში არ ჩაიდო ყველა ის დამზღვევი მექანიზმი, რომელიც შექმნიდა სრულ გარანტიას, რომ წარმოუდგენელია ვინმემ ეს თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო გამოიყენოს. რიგი საკითხები, რომელიც მიშელის დოკუმენტში კარგად დარეგულირდა კანონში ბოლომდე სწორად არ გაიწერა, რაც აჩენს პრობლემებს. მათ შორის არის მოსამართლეების დანიშვნა და დავების განმხილველი საბჭო, რაც ძალიან კარგი სიახლე უნდა ყოფილიყო მიშელის დოკუმენტიდან.

ჩვენ უნდა ვცადოთ და გავაკეთოთ ყველაფერი არსებულ მოდელში, რომ მაქსიმალურად ფართო სანდოობით აღჭურვილი კანდიდატი მოვძებნოთ, თუ ასე არ მოხდება ვერავინ აგვიკრძალავს იმის მხილებას, რომ ეს პროცესი სწორად არ წარიმართა. მე პირადად მაქვს ნათქვამი „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის, რომ ჩვენ არ გვინდა გამოვიყენოთ მეორე და მესამე ციკლი თავმჯდომარეების შერჩევის. ეს უკვე ნიშნავს, რომ მას პოლიტიკურად დაბალი ლეგიტიმაცია ექნება. თამარ ჟვანიას არაჩვეულებრივი ნდობა ჰქონდა, მაგრამ მან ეს დიდი ნდობა და მანდატი გაანიავა. იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც შეძლებენ საჭირო ეტაპების გავლას ამ მტკივნეულ გამოცდილებას გაიზიარებენ“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო