უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 6 ივლისიდან დაიწყება და დღეში 2 კანდიდატს გაესაუბრებიან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, 6 ივლისიდან, დილის 10 საათზე დაიწყება და დღეში 2 კანდიდატს გაესაუბრებიან. სხდომაზე კანდიდატებს ანბანური თანმიმდევრობით მოუსმენენ. შესაბამისად, სამშაბათს გოჩა აბუსერიძეს და გიორგი გოგიაშვილს მოუსმენენ. აღნიშნულის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გახდა ცნობილი, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურა შეთანხმდა.

როგორც სხდომაზე სამუშაო ჯგუფის მდივანმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი 9 კანდიდატი აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ კრიტერიუმებს. როგორც მან აღნიშნა, 9 კანდიდატიდან 8 კანდიდატის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფმა მიმართა განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, რომ დაადასტუროს მათი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ნამდვილობა. რაც შეეხება კანდიდატს, რომელთან დაკავშირებითაც სამუშაო ჯგუფს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრისთვის არ მიუმართავს, ის ბიძინა სტურუაა, რომელმაც როგორც სხდომაზე აღინიშნა, ცენტრიდან მსგავსი ცნობა წინასწარ თავად წარმოადგინა. სამუშაო ჯგუფმა განათლების ხარისხის გარდა, ასევე შემოაწმა ასაკობრივი ცენზის, სამუშაო სტაჟის, ნასამართლეობასთან დაკავშირებული და დისციპლინარული საკითხები. იურიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფმა მიიჩნია, რომ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად თავსებადია კანონით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან.

დღევანდელ სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურა შეთანხმდა, მხოლოდ "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია ესწრებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა