ვახტანგ შაქარიშვილი - საკრებულომ გარე რეკლამის სფეროში სააკაშვილ-კეზერაშვილ-უგულავას კორუფციული სქემა დააკანონა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვახტანგ შაქარიშვილი აცხადებს, რომ საკრებულომ რომლის უმრავლესობასაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, გარე რეკლამის სფეროში სააკაშვილ-კეზერაშვილ-უგულავას კორუფციული სქემა 15 წლით დააკანონა.

დეპუტატმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კოლეგებს მოუწოდა გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის გაცემის შესახებ ელექტრონული აუქციონის პირობების დამტკიცებისთვის მხარი არ დაეჭირათ.

„წარმოდგენილი პირობები კრიტიკულად მიუღებელია. ცნობილია, რომ გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლების გასხვისება იყო სააკაშვილ-კეზერაშვილ-უგულავას კორუფციული სქემა, რომლითაც 2009 წელს კეზერაშვილის კომპანია outdoor.ge-ი გარე რეკლამის განთავსების უფლებას 12 წლის ვადით დაეუფლა. დღეს აუთდორის მესაკუთრე „ვისოლ ჯგუფი“ - ძმები ფხაკაძეები არიან. პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი სისტემის დანგრევის დაპირებით მოვიდა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განშტოება ბიზნესის მონოპოლია და ელიტური კორუფცია იყო, ამის ნათელი მაგალითი გახლავთ გარე რეკლამის ბიზნესში დღემდე მოქმედი სქემა“,- განაცხადა სხდომაზე ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული აუქციონის პირობების დამტკიცებით ქალაქის ბიუჯეტი, იერსახე ზიანდება და უხეშად ირღვევა ბიზნესში კონკურენციის პრინციპები.

„არგუმენტებს, რომლებიც მხოლოდ ფაქტებს ემყარებოდა მერიის წარმომადგენლებიც ღიად ეთანხმებოდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, მერიამ კიდევ განავრცო და გააღრმავა "ვისოლ ჯგუფის" მონოპოლია. აუქციონის წარმოდგენილი პირობები აზიანებს თბილისის ბიუჯეტს - ვიღებთ ნაკლებ შემოსავალს, ვიდრე არის შესაძლებელი, ზღუდავს კონკურენციას, აკანონებს უნებართვო და ამორტიზებულ სარეკლამო კონსტრუქციებს, მომავალი 15 წლის განმავლობაში ქალაქის სხვა ადმინისტრაციებს უსპობს ამ მიმართულების განვითარებას და მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, ამცირებს მუნიციპალიტეტის როლს, აღნიშნული მიმართულების კონტროლის თვალსაზრისით“, - აცხადებს დეპუტატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა