ირაკლი ღარიბაშვილი - მე პირადად მქონდა „ფაიზერის“ პრეზიდენტთან საუბარი და მიმოწერა და ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებებით, მივაღწიეთ შეთანხმებას, მილიონი დოზის თაობაზე

მე პირადად მქონდა „ფაიზერის“ პრეზიდენტთან საუბარი და მიმოწერა და ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას, მილიონი დოზის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ფაიზერთან“ კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, თანხა გადახდილია და აღნიშნული მილიონი დოზის მოწოდება ეტაპობრივად, ივლისიდან დაიწყება.

„ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ვაქცინების დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ, რა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს მიერ განსაზღვრული სამიზნე - ზრდასრული მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი წლის ბოლომდე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, რომლის უშუალო დახმარებითაც ჩვენ მივაღწიეთ წარმატებულ მოლაპარაკებას. ასევე, მე მქონდა პირადად „ფაიზერის“ პრეზიდენტთან უშუალოდ საუბარი და მიმოწერა, რის შედეგადაც ჩვენ, როგორც უკვე გითხარით, წლის ბოლომდე, 4 მლნ დოზის სრულად გამოყენებას შევძლებთ. აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა