ოთარ გრიგოლია - გარე რეკლამის განთავსებაზე საკრებულოს გადაწყვეტილება სწორია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ ელექტრონული აუქციონის პირობების შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატის ვახტანგ შაქარიშვილის განცხადებას საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა.

ვახტანგ შაქარიშვილმა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ ელექტრონული აუქციონის პირობებს კორუფციული სქემა უწოდა.

როგორც ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, ამ საკითხზე მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, პროცესი გამჭვირვალეა და ოპონენტების შეფასებები არასწორია.

„ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია. ცხადია, რომ ქალაქის გარე რეკლამის მოწყობა შეიძლებოდა, როგორც ადმინისტრირების პირობებში, ასევე მის გარეთაც. გადაწყვეტილება რომელიც დღეს მივიღეთ, არის პირდაპირი მნიშვნელობით გამჭვირვალე და იმის დაბრალება, რომ ეს დანაშაულებრივი პროცესია, არასწორი შეფასებაა. კონკურენცია იქნება ღია, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აუქციონში. ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება გაიგივებული იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო. მინდა დავამატო, რომ ქალაქს აქვს გამოწვევები. ამ გამოწვევებს სჭირდება პასუხი. ამისთვის კი საჭიროა ქალაქის ბიუჯეტში თანხების მობილიზება. ვფიქრობ, რომ გარე რეკლამის განთავსებაზე გადაწყვეტილება არის სწორი”, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა