პრეზიდენტი სასამართლო რეფორმაზე - აუცილებელია, ეს პროცესი წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა დაპირება - დარწმუნებული ვართ, გავალთ ამ პროცესის ბოლოში

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პროცესი წინ წავიდეს და ყველა დაპირება შესრულდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართული ღონისძიების შემდეგ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ელჩისგან მას რაიმე გზავნილი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით არ მიუღია.

„გზავნილებს მე არ ვღებულობ, მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართულები ამ პროცესში. აუცილებელია ეს პროცესი წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა ის დაპირება, რაც ჩვენ გავაკეთეთ. დარწმუნებული ვართ, გავალთ ამ პროცესის ბოლოში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო