ნინო ლომჯარია - პოლიციამ უზრუნველყო „პრაიდის“ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება

ნამდვილად მივესალმები და აღნიშვნის ღირსია, თუ როგორ იმუშავა პოლიციამ, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე სამართალდამცავების მუშაობას.

ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ პრაიდის მსვლელობაზე, სადაც რისკები მომატებული იქნება, პოლიცია კვლავ მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ნამდვილად სიძულვილის ჯგუფები აგრესიულად მოქმედებდნენ, თუმცა, ნამდვილად მივესალმები და აღნიშვნის ღირსია, თუ როგორ იმუშავა პოლიციამ, ჩემი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პოლიციამ უზრუნველყო ამ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ იგივე გაგრძელდება დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებით, განსაკუთრებით, პრაიდის მსვლელობასთან დაკავშირებით, სადაც რისკები უფრო მეტად მომეტებულია და იმედი მაქვს, პოლიცია ისევ გამოიჩენს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ შევძლებთ, რომ უსაფრთხო გარემოში ჩავატაროთ აღნიშნული ღონისძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა