„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, რეგიონების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა მათი მიზეზით არ მომხდარა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, საქართველოს რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილ ქსელში ავარია არ მომხდარა, შესაბამისად ენერგომომარაგების შეზღუდვა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა, თუმცა, კომპანია ბოდიშს უხდის საკუთარ აბონენტებს.

„დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს, ბათუმის გარეუბნების, ახალქალაქის და ნინოწმინდას მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს, ასევე ზუგდიდის და სენაკის სოფლების ნაწილს, მცხეთის, ბოლნისის და მარნეულის სოფლების ნაწილს, ქალაქ რუსთვის აბონენტების ნაწილს.

ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება სტაბილურად ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს