გლდანში, თეთრი ტბის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა აქცია გამართეს

გლდანში, თეთრი ტბის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა აქცია გამართეს. ისინი დედაქალაქის მერიის მიერ მათ მიერ შეძენელი ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოყენებას და იქ საცხოვრებელი სახლების აშენებას ვეღარ ახერხებენ. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები მერიისგან მშენებლობის ნებართვას ან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

საპროტესტო აქციას პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე შეუერთდა. მისი თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით შესაძლოა კერძო ინტერესები გამოიკვეთოს.

„მთელ ქალაქში უამრავი ოჯახი ითხოვს საჯარო ტერიტორიაზე პარკის მოწყობას და სარეკრეაციო სტატუსს. სარეკრეციო ზონის სტატუსს მერია არ გასცემს და ასეთი სამი ტერიტორია ვიცი ჯერ მარტო ჩუღურეთში. ამ სიტუაციაში, 18 ოჯახს, მოულოდნელად, როდესაც მათ უკვე ჰქონდათ ნაყიდი საკუთრება, ელოდებოდნენ მშენებლობის ნებართვას, მათ ნაკვეთებს შეუცვალეს სტატუსი და სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიანიჭეს. მანამდე, სულ რამდენიმე თვით ადრე, მოსთხოვეს გეგმა, რეალურად მოამზადებინეს პროექტები, რომ მიეღოთ მშენებლობის ნებართვა. ეს არის ამ 18 ოჯახის ლეგიტიმური მოლოდინის დარღვევა. ადგილი აქვს არათანმიმდევრულობას და სავარაუდოდ, კერძო ინტერესებს. მერიისგან ეს ადამიანები ითხოვენ ახსნა-განმარტებას, ითხოვენ, რა თქმა უნდა, მშენებლობის ნებართვას ან ზიანის ანაზღაურებას,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა