მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის დაბრუნება და ევროკავშირის ქვეყნებში 14 მიმართულებით ფრენების დაწყება, გააძლიერებს როგორც ავიაციის სექტორს, ისე ტურიზმს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებას და აღდგენილი რეისის შესრულებას დაესწრო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია Wizzair-ის ბაზის დაბრუნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას, იმერეთის რეგიონში, ასევე სრულიად საქართველოში.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. როგორც მოგეხსნებათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია Wizz air დაბრუნდა პირველი ბაზით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, შედეგად ქუთაისის აეროპორტიდან რეისი შესრულდა სალონიკის მიმართულებით, 115 მგზავრით.

უკიდურესად მნიშვნელოვანია Wizzair-ის ბაზის დაბრუნება აეროპორტში, ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში, ისევე როგორც სრულიად საქართველოში. ბაზის მეშვეობით ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გვექნება 14 მიმართულება ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს ტურიზმის, ისევე როგორც ავიაციის სექტორს კოვიდ პანდემიის დროს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი - 1 ივლისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს დამატებით 6 მიმართულებით შეასრულებს“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო