მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 1-ელ ივლისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისების შესრულება დამატებით 6 მიმართულებით (მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი) განაახლა.

„შედეგად, პანდემიის მიუხედავად, ბაზის მეშვეობით ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის 14 მიმართულებით შეასრულებს რეგულარულ ფრენებს.

პირველ ეტაპზე, ეპიდვითარებიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებით ღონისძიება ქუთაისის აეროპორტში ქუთაისი-სალონიკის რეისის შესრულების წინ გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო