თამარ გაბუნია - 350 ბრიგადა სრულად ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 350 ბრიგადა სრულად ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმუნიზაციის ცენტრები მოეწყობა არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე მოლებში.

„დღეისთვის მობილიზებულია 300-მდე ბრიგადა, ამ კვირაში დაემატება 50 ბრიგადა. 350 ბრიგადა სრულად ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში. თითოეულ ბრიგადას დღის განმავლობაში, სულ მცირე, შეუძლია 60 მოქალაქის აცრა, რაც დღის განმავლობაში საკმაოდ მაღალი რაოდენობაა. სამედიცინო დაწესებულების მიღმა, მოლებში ასევე მიმდინარეობს მზადება. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება უკვე მიმდინარე პერიოდში მოთხოვნაზე და იმაზე, თუ რამდენად დაგვჭირდება დამატება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაიწყება თუ არა მოსახლეობის მასობრივი იმუნიზიცია ხვალიდან, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ეს დამოკიდებული იქნება იქნება იმაზე, თუ როდის აღდგება სარეგისტრაციო პორტალზე წვდომა.

„ჯერ მაინც გვჭირდება პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა. გარკვეული დრო დასჭირდება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე იმისთვის,რომ ყველა ქოლ-ცენტრი 150-ვე დაწესებულებაში ფუნქციონირებდეს. ამდენად, უნდა დაველოდოთ პორტალის გამართულობას და ხვალ დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს