ნათია თურნავა - ინფლაცია ფიქსირდება იმპორტული პროდუქციის გამო

ინფლაცია, ფასების ზრდა მართლაც რჩება სერიოზულ გამოწვევად, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ფასების ზრდა, წლის დასაწყისში, ლარის გაუფასურებამ და მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდამ გამოიწვია.

"მე მინდა გითხრათ, რომ ძირითადად ინფლაცია ფიქსირდება იმ პროდუქციის გამო, რომელიც არის იმპორტული. ამას აქვს თავისი მიზეზები. პირველი და მთავარი ეს იყო ლარის გაუფასურება წლის დასაწყისში და თქვენ ხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით უკვე პრობლემა მეტნაკლებად აღმოფხვრილია და ლარის კურსი სტაბილურდება, მყარდება და ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ამ იმპორტულ საქონელზეც, ამ მიზეზის გამო გამოწვეული ფასის ზრდა შემცირდება. მეორე მიზეზია მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა და ზოგადად ამ თვალსაზრისით ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც შეეხება იმპორტის ჩანაცვლებას და იმპორტის ჩამნაცვლებელი ჩვენი ადგილობრივი წარმოების წახალისებას სპეციალური პროგრამებით - გრანტები, სუბსიდიები და საბოლოო ჯამში ყველგან, სადაც გვაქვს პოტენციალი თვითონ ვაწარმოოთ და იმპორტული საქონელი შევამციროთ ჩვენს ბაზარზე, სწორედ ასეც მოხდება", - განაცხადა თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა