ეზიდთა სასულიერო საბჭო - ჩვენ არ მივესალმებით ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას

ეზიდთა სასულიერო საბჭო „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არ მიესალმებიან ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას.

“ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიაჩნია, რომ, საკაცობრიო ცივილიზაციის მოცემულ ეტაპზე, მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები, რომლებმაც კაცობრიობა ღრმა სულიერ კრიზისამდე მიიყვანა. ამის მაჩვენებელია სოციალური უთანასწორობა, დაუსრულებელი ომები სხვადასხვა ქვეყანაში, ეთნოსთა და რელიგიათა შორის მზარდი კონფლიქტები, ურთიერთგანსხვავებულთა მიერ ერთმანეთის შეუწყნარებლობა და სხვა.

ასევე შეიმჩნევა ტრადიციული ფასეულობების დაკნინების ტენდენცია, რაც ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას ახდენს.

აღნიშნული შეეხება თბილისში ე. წ. ლგბტ პარადის ჩატარებასაც, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი სარწმუნოების ფუნდამენტურ ფასეულობებს. ცხადია, ჩვენი რელიგური შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ მივესალმებით ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას. ის, რასაც გეგმავენ ამ პარადის ორგანიზატორები, შეუთავსებელია ჩვენს მორალთან და უპირისპირდება ჩვენს ტრადიციაში განმტკიცებულ ღირებულებებს.

ამასთანავე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი საკონსტიტუციო უფლებები, პატივს ვცემთ ადამიანის ამოსავალ უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დევნასა და ძალადობას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა