„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროსთან კარვების გაშლას და ღამის გათენებას გეგმავენ

"ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა" და პარტია "ქართული იდეის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლას გეგმავენ.

ისინი 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" ჩატარებას აპროტესტებენ და ადგილზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ.

"ჩვენ დღეს ყოველი შემთხვევისთვის ვშლით კარვებს, სიმბოლურად ალბათ 2-3 კარავს, რამდენი ადამიანიც მოვა, ღამეს გავათენებთ. მოგეხსენებათ, მათ საღამოს, 18:00 საათზე დაანონსეს ბილწი ლგბტ მსვლელობა, ჩვენ გვინდა, რომ აქ დავდგეთ. ხვალ, 10:00 სთ-ზე ველოდებით ლევან ვასაძის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც შემოგვიერთდებიან და "ქართული იდეის" წარმომადგენლებს, ასევე სხვადასხვა ხალხს",-განაცხადა "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა.

მისი თქმით, ხვალინდელ აქციაზე დაპირისპირება და მსხვერპლია მოსალოდნელი.

როგორც ფალავანდიშვილი აცხადებს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხვალ "თბილისი პრაიდი" არ ჩატარდეს.

გურამ ფალავანდიშვილი ხვალინდელი დღისთვის უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი „თბილისი პრაიდი" „ღირსების მარშს" გამართავს. "ღირსების მარშის" სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა