დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - აღდგენილია და ფუნქციონირებს აცრების დაჯავშნის პორტალი - ამ დროისთვის რეგისტრირებულია „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი აღდგენილია.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის "სინოფარმით" ვაქცინაციაზე 14 000-მდე ჯავშანია გაკეთებული.

„გაცნობებთ, რომ აღდგენილია და ფუნქციონირებს აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/.

ამ დროისათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია სინოფარმის ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად იზრუნონ Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ჯავშნის რეგისტრაციაზე მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 3 ივლისს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა