"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალეს

"ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა" და პარტია "ქართული იდეის" წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს.

აქციის მონაწილეები "თბილისი პრაიდის" ჩატარებას ეწინააღმდეგებიან და მის გაუქმებას მოითხოვენ.

ისინი ადგილზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი "თბილისი პრაიდის" ჩატარებას არ დაუშვებენ და ყველანაირი გზით შეეცდებიან მის ჩაშლას.

შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი „თბილისი პრაიდი" „ღირსების მარშს" გამართავს. "ღირსების მარშის" სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს