თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებზე - გულზე სკდებიან, რომ ჩვენი მართვის მეთოდები წარმატებულია - ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო

ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რითაც პანდემიის მართვის კუთხით კრიტიკულ პოზიციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც ცერცვაძე ამბობს, ენას ძვალი არ აქვს, ყველაფერს იტყვის.

„ვინც სერიოზული ადამიანია და სერიოზულად ჩაიხედა ჩვენი კლინიკური ჯგუფის მუშაობაში და კლინიკურ მართვაში, ამას ისინი არ ამბობენ. ჰანს კლუგემ, ჯანმო-ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რომელიც საქართველოში იყო შვიდი დღე და ჩვენს საქმიანობას ეცნობოდა, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, (ძალიან არ უყვართ ოპონენტებს ამის მოსმენა) რომ ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენ, ბრავო. ეს თქვა ევროპის პირველმა პირმა და ინფექციონისტმა. როდესაც კლუგე კარგად ეცნობა ჩვენ მუშაობას და ამბობს, ბრავო და კალოიანი, რომელსაც ერთი დღე არ გაუტარებია კლინიკაში, ერთი ავადმყოფი არ გადაურჩენია, ერთი კონსტრუქციული, ჭკვიანური წინადადებით არ შემოსულა, რომ ჩვენ გაგვეთვალისწინებინა. მხოლოდ იმას ამბობს, რომ საჭიროა სისტემური ცვლილებები, ამას ყველა, ნებიმისმიერი იტყვის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ვახტანგ კალოიანი, რომელიც მაღალი რეპუტაციის მქონეა, უსაქმურად ჩამოყალიბდა.

„კაცი, რომელიც არის ცნობილი რეანიმატოლოგი და მაღალი რეპუტაციის მქონე, ამჟამად ჩამოყალიბდა, როგორც ტიპური უსაქმური, რომელიც ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს. ერთი ადამიანი გადაარჩინე, მერე დამიჯექი და მეკამათე. იმდენად კარგად არის მომზადებული კლინიკური სექტორი, ვერ პოულობენ რამეს რომ თქვან“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტები გულზე სკდებიან.

„გულზე სკდებიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები და ჩვენი მართვის მეთოდები წარმატებულია. პირდაპირ ვერაფერს ამბობენ და ასე არაპირდაპირი მინიშნებები აქვთ“ , - განაცხადა ცერცვაძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება