„მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და „შიმბულაკ დეველოპმენტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და „შიმბულაკ დეველოპენტს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „შიმბულაკ დეველოპმენტი“ მართავს ყაზახეთის სამთო- კურორტ „შიმბულაკს“, მემორანდუმი ითვალისწინებს სამწლიან თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ხელმომწერ მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მხარდაჭერით უზრუნველყოფას, კონფერენციებზე, სემინარებსა და გამოფენებზე პარტნიორი მხარის მოწვევას და სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაცვლას.

მემორანდუმს ხელი მოაწერა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ და „შიმბულაკ დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა რინატ აბდრახმანოვმა.

მათივე ინფორმაციით, ყაზახეთის კურორტ შიმბულაკის 15 კაციანი დელეგაცია, გამოცდილების გაზიარებისა და სამთო-სათხილამურო არეალებზე არსებული ინფრასტრუქტურის დათვალიერების მიზნით, სტუმრობდა გუდაურსა და ბაკურიანს.

მხარეებს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს უმასპინძლა ყაზახეთის საელჩომ საქართველოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა