საქართველოში, ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი

საქართველოში ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 3-4 ივლისს მონაცემებსდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი. ვირუსისგან 1515 პირი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, ​კოვიდსტატისტიკა გუშინ არ განახლებულა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 48 საათში, ჩატარდა 23 081 ტესტი. 3-4 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.63 %

"ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 48 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 838 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 369 886-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3-4 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.63 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.85 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.40%.

ბოლო 48 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 355 127-მდე.

ბოლო 48 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 373 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 838 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 406 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 94, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 1, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 6, კახეთი - 144, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 360 საიდანაც: 3 030 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 742, აჭარაში - 163, იმერეთში - 393. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 649 პირი, მათ შორის, თბილისში - 331, აჭარაში - 32, იმერეთში -153. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 7, იმერეთში - 10. 785 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 578 - თბილისში, 195- აჭარაში. 5 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 88 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 79, ხოლო აჭარაში - 7.სულ 6 ოქტომბრიდან - 4 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 928 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 830 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 452, პირი, აჭარაში - 508, იმერეთში - 740", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო