„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილი. ისინი დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებას აპროტესტებენ.

აქციაზე მოქალაქეებთან ერთად სასულიერო პირებიც იმყოფებიან. ისინი შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ „ღირსების მარში“ არ უნდა ჩატარდეს და „ლიბერალურ დემოკრატიას ქრისტიანული დემოკრატია ჩაანაცვლებს“.

ამასთან, აქციის მომაწილეებმა პარლამენტის წინ წმინდა ნინოს ჯვარი მიიტანეს და აღმართეს, ამის პარალელურად კი ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ გამოვიდნენ და მათ აქციას შეუერთდნენ.

ამასთან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და მოძრაობა შეზღუდულია.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

თავდაპირველად „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ქაშუეთის ეკლესიასთან იყვნენ შეკრებილნი, შემდეგ კი პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე თვის წინ განთავსებული კარვები დაშალეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა