„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, „პრაიდის“ ერთ-ერთი ოფისის მიმართულებით ბოთლებს და სამშენებლო ფილებს ისვრიან

ინგოროყვას ქუჩაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაურია.

აქციის მონაწილეების განმარტებით, სწორედ აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ოფისი. ადგილზე მისული პირები შენობის მიმართულებით ბოთლებს, სამშენებლო ფილებსა და სხვადასხვა სახის ნივთებს ისვრიან.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცავები არ იმყოფებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა