დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - რაც მოხდა ჟურნალისტების მიმართ, სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია, ეკლესია ამას ვერ გაამართლებს

ასეთი ფაქტი, რაც მოხდა ჟურნალისტების მიმართ, სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია, ეკლესია ამას ვერ გაამართლებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ითქვა, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი ეს, ასეც უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ამასთანავე, დეკანოზმა აღნიშნა, რომ მიუხედავად საზოგადოების ერთთვიანი უკმაყოფილებისა, პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებმა მაინც მაქსიმალურად დაძაბეს ვითარება და ამისკენ მათ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და უფლებათდამცველმა ორგანიზაციებმა საკუთარი განცხადებებით უბიძგა.

„თუ ვაცხადებთ, რომ უნდა იყოს მშვიდობიანი გამოხატვა, ეს როგორღაც უნდა მოვახერხოთ კიდეც და არავითარ შემთხვევაში, არავისადმი, მათ შორის, არც ჟურნალისტებისადმი არ უნდა იყოს აგრესიული გამოსვლა და დამოკიდებულება.

მას შემდეგ, რაც დაანონსდა ეს 5-დღიანი კვირეული და აქტივობები, მოსახლეობის მხრიდან ერთი თვის განმავლობაში ვისმენთ ჩვენ აღშფოთებას და მიუღებლობას. მიუხედავად ამისა, მოხდა მაქსიმალური ესკალაცია, მოსახლეობის ეს განწყობები გათვალისწინებული არ იქნა ორგანიზატორებისა და მათი მხრიდან, ვინც წააქეზა ეს ხალხი, ვხედავთ ჩვენ განცხადებებს, პოლიტიკოსებიც არიან, უფლებადამცველებიც არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი თვის განმავლობაში შეეცადნენ, რომ მაქსიმალურად დაეპირისპირებინათ ხალხი ერთმანეთისთვის და დღეს მივიღეთ ეს სიტუაცია,“- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა