თამარ გაბუნია - ჩვენი მიზანია თვეში ნახევარი მილიონი - ექვსასი ათასი მოქალაქის აცრა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ შევქმნათ ვირუსისგან დაცვის იმუნური ფენა

ჩვენი მიზანია თვეში დაახლოებით ნახევარი მილიონი - ექვსასი ათასი მოქალაქის აცრა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სწრაფად შევქმნათ ვირუსისგან დაცვის იმუნური ფენა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ამის ტექნიკური რესურსი აქვს, რომ აცრების ეს რაოდენობა განახორციელოს.

„დღეში თითოეული ბრიგადა საშუალოდ გაატარებს 60-70 მოქალაქეს სულ მცირე და მათი ერთდროული მუშაობის შედეგად დღის განმავლობაში შესაძლებელია 20 000- დან 25 000-მდე აცრის შესრულება, მთავარია იყოს სათანადო აქტივობა და მოქალაქეები მოვიდნენ ვაქცინაციის პროგრამაში“, - ამბობს გაბუნია. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვაქცინაციის 300-მდე ბრიგადა მუშაობს და ვაქცინაციის 150 პუნქტი არსებობს.

„ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობა რაც დღეს მოქმედებს არის საკმარისი იმისთვის, რომ 20 000-დან 25 000-მდე აცრა შესრულდეს დღეში. გარდა ამისა, „ლილოს" ბაზრობის ტერიტორიაზე ვაქცინაციის ახალი ცენტრი უკვე მზად არის, სადაც 7-მდე ბრიგადას ექნება ფუნქციონირების შესაძლებლობა, ასევე გაეშვა დიდი სივრცეები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მთავარია მოქალაქეების მხრიდან იყოს აქტივობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა