ეთიკის საბჭოს ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ოპოზიციიდან აირჩევა

„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსში“ ცვლილება შედის. პარლამენტის დადგენილების შესაბამისი პროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, ეთიკის საბჭოს ერთ-ერთი თანათავმჯდომარე არჩეული იქნება ოპოზიციიდან.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვით 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად შექმნილი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ისარგებლებს ეთიკის კოდექსით განსაზღვრული იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში სხვადასხვა დროს განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაუქმებულია საპარლამენტო უმცირესობის ცნება. მას შემდეგ რაც შეიცვალა ჩანაწერი, აღარ არის უმცირესობა და არის მხოლოდ ოპოზიცია. ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ეთიკის საბჭო ვერც თავმჯდომარეს ირჩევდა და ვერც თანათავმჯდომარეს. განხორციელებული ცვლილება, საშუალებას მოგვცემს ავირჩიოთ თავმჯდომარეც და თანათავმჯდომარეც, როგორც უმრავლესობიდან ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლობიდან“, - განმარტა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დადგენილების მიღების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაბამისობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედ რედაქციასთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო