კახა კუჭავა - მოვუწოდებ ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - არ დავუშვათ ძალადობა!

მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ძალადობა დაუშვებელია.

„დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას - ეს მიუღებელია!"- განაცხადა კუჭავამ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიციელებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას!

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!“ - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა