ანა წითლიძე - საქართველოს სამარცხვინო პრემიერის სამარცხვინო განცხადებამ ხელი შეუწყო იმას, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება

საქართველოს სამარცხვინო პრემიერის სამარცხვინო განცხადებამ ხელი შეუწყო იმას, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც წითლიძე აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციას, არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დაცვა.

„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ არ გვაქვს სახელმწიფო. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციას არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დაცვა. საქართველოს სამარცხვინო პრემიერის სამარცხვინო განცხადებამ ხელი შეუწყო იმას, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება. პასუხისმგებლობა ამ ქმედებებზე მთლიანად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“, - აღნიშნავს წითლიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო