პარლამენტთან „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე „რიონის ხეობის მცველები" მივიდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „რიონის ხეობის“ მცველები მივიდნენ. როგორც „რიონის ხეობის“ წევრმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი თბილისში ჩამოვიდნენ როგორც ეკლესიის მრევლი, იმისთვის, რომ მშვიდობიანად გააპროტესტონ მიმდინარე მოვლენები.

გოლეთიანის განმარტებით, ნებისმერი ადამიანის მიმართ მიუღებელია ძალადობა. იქნება ეს ლგბტ პირი თუ ჟურნალისტი. მისივე თქმით, ისინი ლგბტ პროპაგანდას მხარს არ უჭერენ. თბილისში კი საპატრიარქოს მოწოდებით იმყოფებიან.

"ნებისმიერი ტიპის ძალადობა ლგბტ ადამიანების თუ ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის და ჩვენ ამას ვემიჯნებით. "პრაიდის" იდეას როგორც არასწორ ფორმას და პროპაგანდას გარკვეული ცხოვრების წესისა, ამას ვეწინააღმდეგებით", - განაცხადა გოლეთიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს