„სტრატეგია აღმაშენებელი” - რაც დღეს ქვეყანაში ხდება რწმენისა და მორალის სახელით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას

ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში რწმენისა და მორალის სახელით, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს, არბევენ ოფისებს - ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, - ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს თავისი მოვალეობა, უზრუნველყოს კონსტიტუციის წინაშე ყველას თანასწორობა და წესრიგი, ის ვერ სცდება თავის ვიწროპარტიულ დღის წესრიგს და თავად ახალისებს, აორგანიზებს ამ ძალადობას.

„მეგობრებო, ქრისტიანობა უპირველესად სიყვარულის და მიტევების რელიგიაა და არა განსხვავებულის, სუსტის ჩაგვრის და ქვებით ჩაქოლვის.

ყველამ გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ქვეყანა ჰიბრიდული ბრძოლის ასპარეზიდან არ გადავაქციოთ რეალური ფიზიკური ბრძოლის ასპარეზად“, - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებელის“ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა