ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე  დროებით უარს აცხადებს და დაპირისპირების კერებიდან გადამღები ჯგუფები გამოჰყავს

ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე დროებით უარს აცხადებს და დაპირისპირების კერებიდან გადამღები ჯგუფები გამოჰყავს.

არხის საინფორმაციო სამსახურის შეფასებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ცალკეულ ადგილებზე მუშაობა საფრთხის შემცველია. შესაბამისად, არხის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტები და ოპერატორები ტერიტორიას დატოვებენ იქამდე, ვიდრე სამართალდამცავების მიერ წესრიგი აღდგენილი არ იქნება.

ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება.

„სანამ დაძაბულობაა, არ აღდგება წესრიგი მთავარ გამზირზე, ჩვენი ჟურნალისტები განვარიდეთ მიმდებარე ტერიტორიას. ჩვენი ჟურნალისტები არიან დაშავებულები, რამდენიმე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა“, - აცხადებენ ტელევიზიაში.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და ოპერატორებს. ნაცემია მედიასაშუალებების არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის “პალიტრანიუსის“ ოპერატორი.

იხილეთ ვიდეო:ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე დროებით უარს აცხადებს და დაპირისპირების კერებიდან გადამღები ჯგუფები გამოჰყავს

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა