გიგა ბოკერია - ჩვენს თვალწინ არის ივანიშვილის რეჟიმისა და პროპუტინისტური მოძალადე ჯგუფების ღია ალიანსი და ეს ხალხი ღიად გვეუბნება, რომ უპირისპირდებიან თავისუფალ საქართველოს

ჩვენს თვალწინ არის ღია ალიანსი ივანიშვილის რეჟიმისა და პროპუტინისტური მოძალადე ჯგუფების და ეს ხალხი ღიად გვეუბნება, რომ ისინი მხოლოდ ერთი უმცირესობის ჯგუფს კი არ უპირისპირდებიან, უპირისპირდებიან თავისუფალ საქართველოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს არის უმძიმესი დღე ქართული დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის მომავლისთვის.

„გვექაჩებიან პუტინისტური ჭაობისკენ. ისინი დღეს თავს დაესხნენ აქტივისტებს პარლამენტის წინ, ხელისუფების ოპონენტებს, „სირცხვილიას“ ოფისს, მედიას, ჟურნალისტებს განსაკუთრებული სისასტიკით, სიმბოლურად ჩამოხიეს ევროკავშირის დროშა. არც მალავენ და ბრმები უნდა ვიყოთ პოლიტიკურად, რომ ეს ვერ დავინახოთ და ამ უბედურების ძირი არის ივანიშვილის რეჟიმში და ყველა იმ პირში, მათ შორის, განსაკუთრებით, სასულიერო პირებში, ვინც რელიგიის სახელით ამ სიძულვილს და ამ არჩევანს თავს ახვევს ჩვენს ქვეყანას, პუტინისტურ არჩევანს. გამოსავალი აქედან არის საზოგადოების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გარეშე ჩვენ ქვეყანას შანსი არ აქვს ამ ჭაობიდან გამოსვლის“, - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა