ირაკლი კობახიძე - ის, რაც ხდება თბილისში, არის „პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში

ფაქტია, რომ პრაიდის მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ „პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში, რადგან სწორედ ისინი ცდილობდნენ წლების განმავლობაში საზოგადოების დაპირისპირებას და ანტიდასავლური გრძნობების გაღვივებას.

„ჩვენ ვაფრთხილებდით პრაიდის ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლება გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების ესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისგან. ამისკენ მოუწოდა პრაიდის ორგანიზატორებს დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ფაქტია, რომ პრაიდის მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტკური ინტერესები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ის, რაც ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში. საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასავლური გრძობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფვოდნენ მთელი ამდენი წლის განმავლობაში. ხედავთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ისინი ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი. მოვუწოდებ ყველას, არ მისცენ ანტისახელმწფოებრივ ძალებს სიტუაციის მათი სცენარის მიხედვით განვითარების საშუალებას,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამასთანავე, ის მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არანაირი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს. „მსურს გამოვეხმაუროთ ძალადობის ფაქტებს, რომლებიც დღეს ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ აქვს არანაირი გამართლება და თითოეული ასეთი ფაქტი მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს. გვესმის, რომ ვითარების მართვა რთულია ობიექტური გარემოებების, მათ შორის, აქციის მონაწილეების რაოდეობის გამო, თუმცა მოვუწოდებ სამართლდამცავ ორგანოებს, გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკლაცაიისთვის,“- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო