საპატრიარქო მრევლს კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ დღეს, 17:00 საათზე, ქაშუეთის ტაძარში დაგეგმილ პარაკლისზე მივიდეს

საპატრიარქო მრევლს კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ დღეს, 17:00 საათზე, ქაშუეთის ტაძარში დაგეგმილ პარაკლისზე მივიდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართვას თავად საპატრიარქო ავრცელებს.

„როგორც მოგეხსენებათ, „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი აქცია გადადეს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეს, 17 საათზე, ქაშუეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი. შესაბამისად, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ყოველგვარი აგრესიული, ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა