ანა ნაცვლიშვილი - „პრაიდი“ საბაბია მხოლოდ, სინამდვილეში რაც ახლა ხდება არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ ბრძოლის სათავეში დგას „ქართული ოცნება“

„პრაიდი“ საბაბია მხოლოდ, სინამდვილეში რაც ახლა ხდება არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ! ამ ბრძოლის სათავეში დგას „ქართული ოცნება“ - ღარიბაშვილმა გააფორმა დღეს ეს! არ გვექნება სახელმწიფო, არ გვექნება - მომავალი! დავრჩებით რუსეთის გუბერნიად! - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ეკლესია იყო პროგრესის და განათლების კერა საუკუნეები და მაშინ როცა სახელმწიფოს ქონა გვეკრძალებოდა - „დამპყრობლების მიერ, ეკლესია ინახავდა სახელმწიფოს ღირსებას! სასულიერო პირთა ის ნაწილი ვინც ძალადობას ახალისებს, არამხოლოდ ქრისტიანულ ღირებულებებს, ქართული ეკლესიის ისტორიულ როლსაც უპირისპირდება!“

„ესეც რუსეთის ინტერესშია - ეკლესიის დისკრედიტაცია!

ვინც ახლა ძალადობს ქართველობის სახელით: გელათი ირეცხება, ხმა არ გაგიღიათ! პედოფილია ყვავის - ხმა არ გაგიღიათ! ქართული მიწის ანექსია მოხდა ორი კვირის წინ (სოფ. აიბღა) - ხმა არ გაგიღიათ! ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ ოკუპანტები - ხმა არ გაგიღიათ! ბავშვები შიმშილობენ - ხმა არ გაგიღიათ!

ჟურნალისტებთან და უმცირესობებთან გაქვთ მარტო დიდი გული!

სოლიდარობა ყველა დაშავებულს და შეტევის სამიზნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელები კი გასწირა ღარიბაშვილმა ძალადობის წახალისებით, მაგრამ უნდა იმოქმედოთ როგორც კანონი გავალდებულებთ!“- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს