მამუკა მდინარაძე - პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან

როგორც არ უნდა მოგვწონდეს რომელიმე მედიის საქმიანობა ძალადობა მიუღებელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, პროვოკაციების ავტორები საზოგადოებისთვის ცნობილია.

”პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან. განცხადებებიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან და ამაზე აღარ შევჩერდები. აქ ყველაფერი ნათელია...

ამ შემთხვევაში ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ ძალადობის ფაქტებს შევეხები: რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა მოგვწონდეს თუ არ მოგვწონდეს რომელიმე მედიის საქმიანობა, ჟურნალისტის, ოპერატორის თუ მედიის სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობა ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და წარმოუდგენელია!“,- წერს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უპირისპირდებიან, თუმცა პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავები მათ უსაფრთხოებას ვერ იცავენ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
არჩილ მორჩილაძე - ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების უმეტესობა ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიფარმაციას და გაუმართლებლად ზრდის დაზღვევის ღირებულებას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
შეზღუდული პერიოდით “სკიო გუდაური” ბინებს არასეზონურ ფასად გაყიდის
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო