ქაშუეთის ეკლესიასთან, სადაც პარაკლისი უნდა გადაიხადონ, მეუფე შიო და მეუფე იაკობი მივიდნენ.
„პრაიდის“ წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ქაშუეთის ეკლესიასთან უკვე გადაინაცვლეს.
შეგახსენებთ, აქცია "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ ტარდება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან პერიოდულად დაძაბული სიტუაციაა. აქციის მონაწილეები არაერთ ჟურნალისტს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის, დაშავებულია "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი და „პალიტრანიუსის“ ოპერატორი.