ღვინის კატეგორიებს დეალკოჰოლიზებული ღვინო და ღვინისეული სასმელი ემატება

ღვინის კატეგორიებს დეალკოჰოლიზებული ღვინო და ღვინისეული სასმელი ემატება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით, "ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილები განიხილა, რომელიც ღვინის ახალი კატეგორიების "დეალკოჰოლიზებული ღვინის“ და „ღვინისეული სასმელის“ დამატებას ითვალისწინებს.

ცვლილებები ღვინის საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებისა და ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება და როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

პროექტი და მისგან გამომდინარე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილები სერტიფიცირების საკითხს არეგულირებს.

სერტიფიცირება, რომელიც აქამდე მხოლოდ ექსპორტზე ვრცელდებოდა და ადგილობრივ ბაზარზე სერტიფიცირებას მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი ექვემდებარებოდა, ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელისთვის სავალდებულო ხდება.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ განმარტა, კერძო სექტორს გონივრული ვადა ეძლევა და შესაბამისად ის 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

პროექტით, ასევე, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტზე ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობის მიღების უფლება ენიჭება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო